გაკვეთილის გეგმები

                                           გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  თემა-                          გერმანული ზღაპარი - ,,როგორ ეძებდა გლეხი 
                                                                              სამართალს’’
სწავლების საფეხური -     დაწყებითი , V კლასი
მოსწავლეთა პროფილი -  კლასში 18 მოსწავლეა, სხვადასხვა შესაძლებლობების.
გაკვეთილის აქტუალობა -   კლასში ჩატარებულმა კვლევამ  აჩვენა, რომ მოსწავლეთა  27.8 %
                                                       საშუალო და დაბალი  შედეგი აქვს  მხატვრული  ტექსტების   
                                                        გაგებაში .
გაკვეთილის მიზნები და შედეგები- მოსწავლემ  შეძლოს  სხვადასხვა  ჟანრის  მხატვრული
                                                   ტექსტების  წაკითხვა და ადექვატურად გაგება- გაანალიზება.

ესგ შესაბამისობა - V.8(4) მოსწავლე განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ
                                       საქციელს.
                                    V. 8(7) გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის
                                       შესახებ.
                                     V.8(3)   ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას( ფიქრობს, აკეთებს, ამბობს,
                                        გრძნობს...)
წინასწარი ცოდნა - მოწავლეებს ტექსტი შესწავლილი აქვთ, შუძლიათ მისი შინაარსის
                                    გადმოცემა; იციან ტექსტში არსებული უცხო ლექსიკური ერთეულების
                                     მნიშვნელობა.
გაკვეთილის მსვლელობა
    აქტივობა 1.
                            საშინაო დავალების  პრეზენტაცია
                        (აქტივობის რვეული  გვ.59  დავალება #2)
                        ორგანიზება ინდივიდუალური, დრო 8 წუთი
I           ფაზა
    აქტივობა 2.   
                            ,, გონებრივი იერიში’’ - კითხვებზე პასუხის გაცემა
დაასახელეთ ნაწარმოების პერსონაჟები.
-         როგორ შეგვიძლია  მათი დახასიათება? მოცემულია თუ არა ტექსტში მათი პირდაპირი დახასიათება? თუ არ არის როგორ ვიქცევით? რა გვეხმარება მათი ხასიათის გამოსაცნობად(საქციელი, მოქმედება, სხვა პერსონაჟებთან ურთიერთობა,  დეტალებზე დაკვირვება..)
                               ორგანიზება მთელი კლასი , დრო 7 წუთი
II         ფაზა
აქტივობა 3.               წერითი სამუშაო
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს  ცხრილება, უხსნის მათი შევსების წესს და თხოვს
დაფიქრების შემდეგ შეავსონ ისინი .                       
       ორგანიზება            ინდივიდუალური  , დრო 15   წუთი
   
III  ფაზა
                                  რეფლექსია

აქტივობა 4
 მასწავლებელი   მოსწავლეებს  თხოვს  დაწერონ  ხუთსტრიქონიანი ლექსი.  შეახსენებს მისი შექმნის წესს:  ( მასწავლებელს დაფაზე მიწერილი აქვს )
    პირველ ხაზზე იწერება 1 არსებითი სახელი, მეორე ხაზზე 2 ზედსართავი სახელი, მესამე ხაზზე - 3 ზმნა; მეოთხე ხაზზე- 4 სიტყვიანი ფრაზა; მეხუთე ხაზზე -   1 არსებითი სახელი.
 მოსწავლეები წერენ ტექსტის მიხედვით.

                                        ორგანიზება  ინდივიდუალური, დრო  10  წუთი
შეფასება - განმავითარებელი -  ზეპირი კომენტარები
                                       დრო 3 წუთი
საშინაო დავალება - 2 წთ

პედაგოგი ნინო ცხადაია



                                           გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა- მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულის  
                                                  გაღვივება,სამშობლოსათვის  თავდადებული ადამიანების
                                                   ბიოგრაფიის გაცნობა.
მასალა -                         იაკობ გოგებაშვილი ,, თავდადებული მღვდელი თევდორე’’
სწავლების საფეხური -     დაწყებითი , V კლასი
მოსწავლეთა პროფილი -  კლასში 18 მოსწავლეა, სხვადასხვა შესაძლებლობების.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები - მოსწავლებს გავაცნოთ სამშობლოსათვის
                                          თავდადებული ადამიანები, რომელთა თავგანწირვამაც მოიყვანა
                                          საქართველო დღევანდლამდე.
ესგ შესაბამისობა - V.4(1) ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა
                                            და შთაბეჭდილებებს.
                                    V. 12(4) კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად თვალს გადაავლებს
                                  ტექსტს პოულობს და ამოკრებს მას.
                                     V.14(4) მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებიდან  კონტექსტის მიხედვით
                                       შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულს.
გაკვეთილის მსვლელობა
    აქტივობა 1.
                            საშინაო დავალების  პრეზენტაცია
                        ორგანიზება ინდივიდუალური, დრო 3 წუთი
I           ფაზა
    აქტივობა 2.    კითხვისათვის მზადება.
                            იდეების გენერაცია - ,, გონებრივი იერიში’’
 დაფაზე იწერება ,,სამშობლოსათვის თავდადებული გმირები’’. მოსწავლეები ჩამოწერენ იმ სახელებს, რის ასოციაციასაც ეს  ფრაზა აღძრავს.( 300 არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე, დიმიტრი თავდადებული, მაია წყნეთელი, თინა ვაშლოვნელი...)
                               ორგანიზება მთელი კლასი , დრო 3 წუთი
II         ფაზა
აქტივობა 3.               ტექსტის    კომენტირებული  კითხვა
                          მასწავლებელი იწყებს კითხვას, მოსწავლეები აგრძელებენ. გზადაგზა  ახსნიან გაუგებარ  სიტყვებსა და ფრაზებს. (  ფაციფუცი, მოწადინებული, ყოყმანი შეექმნათ, ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩავარდა , გაშმაგებული, ჯეროვანი, სიკეთე შესძღვნა...)
                                      ორგანიზება მთელი           კლასი , დრო 14 წუთი
აქტივობა 4.            წაკითხულის გააზრება
                             რომელი საუკუნის ამბებია აღწერილი?
                             რომელი ისტორიული პირებია ნახსენები?
                              თევდორეს რა თვისებები ჩანს ტექსტში?
                              თქვენი აზრით,ჰქონდა თუ არა გამართლება  თევდორეს თავგანწირვას?
                              რა იყო ამ ომში ქართველთა  გამარჯვების მიზეზი?
                           თქვენი აზრით, სწორად აქვს ამ ნაწარმოებს სათაური შერჩეული? სხვა
                           სათაურს ხომ არ შეურჩევდით?
                              რა არის ამ ნაწარმოების თემა?
                              ყურადღებით წაიკითხეთ მწერლის მინაწერი. რატომ არ მიიჩნევს ლეკებს, სპარსელებს და თურქებს ქართველების მტრად? რომელ ,,მტრებზე’’ საუბრობს ამ მინაწერში  მწერალი?
                                        ორგანიზება მთელი           კლასი , დრო  6 წუთი
III  ფაზა

აქტივობა 5 .  
  მასწავლებელი დაფაზე აკრავს პლაკატს ,, ამბის რუკა’’ , მასწავლებელი უხსნის როგორ შეავსონ. მოსწავლეები   ასრულებენ დავალებას.
სათაური
პერსონაჟები                                                                        გარემოება
პრობლემა
მოვლენა 1,
მოვლენა 2
მოვლენა 3
შეჯამება
  ორგანიზება ინდივიდუალური, დრო 5 წთ
აქტივობა 6. ამბის რუკის პრეზენტაცია
                          დრო 3 წთ
აქტივობა 7.                      წერითი აქტივობა   ,. ბრილიანტი’’
    მასწავლებელი უხსნის წერის ტექნიკას: პირველ ხაზზე იწერება 1 არსებითი სახელი, მეორე ხაზზე 2 ზედსართავი სახელი, მესამე ხაზზე - 3 ზმნა; მეოთხე ხაზზე- 4 სიტყვიანი ფრაზა; მეხუთე ხაზზე -  3 ზმნა; მეექვსე ხაზზე 2 ზედსართავი სახელი; მეშვიდე ხაზზე 1 არსებითი სახელი.
 მოსწავლეები წერენ ტექსტის მიხედვით.
 ორგანიზება  -წყვილებში  მუშაობა , დრო 5 წუთი

აქტივობა   8. პრეზენტაცია
                                   დრო 3 წთ
ააქტივობა 9.    შეფასება
 ფასდება საშინაო დავალება რუბრიკით,,, ბრილიანტი’’ და ამბის რუკა - განმავითარებელი შეფასებით.
დრო2 წუთი
აქტივობა 10.              საშინაო დავალება -
                                            შეადგინონ ტექსტის გეგმა და დაწერონ ,,თევდორე  მღვდლის
                                           არჩევანი’’;  გაკვეთილი ისწავლონ თხრობით.
 დრო 1 წთ



                                          გაკვეთილის   გეგმა
                                                                  I  გაკვეთილი
გაკვეთილის მთავარი თემა - სამხედრო წესების დაცვა, თუ ადამიანური, ზნეობრივი
                                                   ღირებულებები?
მასალა   -                                  ო.ჭილაძე ,, ადამიანი გაზეთის სვეტში’’
სწავლების საფეხური  -                    საბაზო , IX  კლასი
  
მოსწავლეთა პროფილი-                      კლასში 24 მოსწავლეა, მეტნაკლებად თანაბარი   
                                                            შესაძლებლობის.

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა -  გაკვეთილი მოსწავლეებს
                                                                დააფიქრებს ადამიანის ცხოვრების საზრისზე, 
                                                             კაცთმოყვარეობაზე,ზნეობაზე.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები- ო.ჭილაძის პოემის ტექსტის გაცნობა-გააზრება;
                                                                   -ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევის განვითარება;
                                                                   -თეთრი ლექსის გაცნობა;
                                                                   - თეთრი ლექსის კითხვის სტრატეგიის გაცნობა-
                                                                     გამოყენება.                           
      
         ესგ შესაბამისობა -                     IX – 8  მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაფერისი
                                                                             სტრატეგიის გამოყენება
                                                             IX – 8(1 ) მოსწავლე ვრცელი ტექსტის კითხვისას
                                                                   ხელახლა გადაავლებს თვალს ამა თუ იმ ადგილს,
                                                                  გამოყოფს მნიშვნელოვან თვალსაზრისებს, ჩამოწერს
                                                                   კითხვებს ტექსტის უკეთ გასაცნობად.
                                                               IX – 6(5 )      - გამოხატავს საკუთარ
                                                                      დამოკიდებულებას წაკითხულ ტექსტზე.

წინასწარი ცოდნა  -                 მოსწავლეებმა იციან რა არის ლექსი, შეუძლიათ ლექსისა
                                                          და პროზაული ნაწარმოებების ერთმანეთისაგან გარჩევა  .                                                     
შეფასების  ფორმა:     -  მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე.
                                       - კითხვებზე პასუხის გაცემა
                                                          განმავითარებელი - კომენტარებით                            
სასწავლო მასალა( რესურსი)  - ო.ჭილაძის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში’’,
                                                         ლექსის ანალიზის სქემა.
                                                       
გაკვეთილის მსვლელობა/
საკლასო მენეჯმენტი - I.    
                      აქტივობა 1.    მასწავლებელი კითხულობს თემის სათაურს და სვამს კითხვას:      როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ამ ნაწარმოების შინაარსის ამოცნობა მის სათაურზე დაყრდნობით? რას უნდა ეხებოდეს , თქვენი აზრით , ეს პოემა?
                                 წარმოიდგნეთ, რომ ერთ -ერთ საგაზეთო ქრონიკაში ამგვარი ინფორმაცია ამოიკითხეთ:,, პანამის არხის ზონაში მომხდარი სისხლისმღვრელი შეტაკების დროს დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთაგან ერთი თავისიანებმა მოკლეს. მან არ ინდომა მონაწილეობ მიეღო პანამელი პატრიოტების დასჯაში.’’ . როგორ ფიქრობთ, რა არის  ამ ინფორმაციაში ისეთი, რაც შეიძლება  მხატვრული ნაწარმოების დაწერის საბაბად იქცეს?
                                                    
                                ორგანიზება მთელი კლასი , დრო 5  წუთი
 აქტივობა 2.      მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას ,,ზნეობა’’ და მოსწავლეებს თხოვ ს შეადგინონ ასოციაციური რუკა - რას ნიშნავს ზნეობა, რათა დარწმუნდეს, რომ კარგად ესმით მისი მნიშვნელობა.( სავარაუდოდ ჩამოთვლიან ნამუსს, ეკლესიურად ცხოვრებას,
ერთგულებას, ობიექტურობას, ადათის დაცვას, ზღვარს...)
                                                        ორგანიზება მთელი კლასი , დრო 5  წუთი
   აქტივობა     3.            მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ სიტუაცია ან ადამიანი, რომელიც მათთვის ამ ცნებასთანაა დაკავშირებული.
                                                მასწავლებელი სურვილის მიხედვით რამდენიმე მოსწავლეს გამოათქმევინებს აზრს.
     მოსწავლეებს ავუხსნი, რომ სწორედ ამ საკითხის(ცნების) შესახებაა ის ნაწარმოები, რომელიც უნდა წაიკითხონ.
                           ორგანიზება მთელი კლასი , დრო 5 წუთი
II.
    აქტივობა 4.  მოსწავლეებს ავუხსნი თეთრი ლექსის რაობას,     ურითმო ლექსის ავტორი მკითხველს მიანიშნებს, რომ მის ლექსში მთავარია აზრი და არა  რითმებით გამოწვეული ეფექტი.ურითმო ლექსში ტაეპის ბოლოს პაუზა არ კეთდება, ამიტომ იქ უნდა  შეჩერდნენ , სადაც სასვენი ნიშანი აჩვენებს.
  ხმამაღლა ვკითხულობ, შემდეგ მოსწავლეები აგრძელებენ კითხვას( ან მათ წავაკითხებ) . გზადაგზა ვჩერდები იქ, სადაც შეკითხვებია მოცემული,  ვსვამ კითხვებს და მოსწავლეები პასუხობენ. (კომენტირებული კითხვა) .

III.                                                                            დრო 20  წუთი
აქტივობა 5-
                       მოსწავლეებს დაურიგდებათ ლექსის ანალიზის სქემა
-         მთავარი თემა და იდეა
-         არგუმენტი, ინტერპრეტაცია
                                       ორგანიზება ინდივიდუალური,
                                                            დრო 9  წთ
  აქტივობა  6. საშინაო დავალება -
                  - მოსწავლეებს ვთხოვ გაეცნონ სახელმძღვანელოში დართულ დამატებით
                     ამოცანას( ბიბლიური ალუზია პოემაში) და ვთხოვ  იფიქრონ , რისი თქმა
                     სურს პოემის პერსონაჟს ამ ბიბლიური ალუზიის მეშვეობით?
                                         დრო      1    წუთი


No comments:

Post a Comment